შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

   შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლევონ კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გადაზიდვა-გასაღების ბრალდებით ახალციხეში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ უკანონო გარიგების საფუძველზე, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დაკავებულმა მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღები აყიდინა, რომლებიც მათ თავიან სახელზე გაიფორმეს, რის შემდეგაც ლევონ კ. აღნიშნული იარაღის უკანონო რეალიზაციას აწარმოებდა. სამართალდამცველებმა ლევონ კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული „ბერეტა“-ს სისტემის 1 პისტოლეტი, „ტაურუსი“-ს სისტემის 1 პისტოლეტი, „გლოკი“-ს სისტემის 1 პისტოლეტი და „გირსანი“-ს სისტემის 1 პისტოლეტი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გადაზიდვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

[youtube url=”www.youtube.com/watch?v=CeXMgYhUEvY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები