ნიკა გვარამიას პროკურატურის უწყება უკვე ჩაბარდა

    ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას პროკურატურის უწყება უკვე ჩაბარდა და ხვალ მთავარ პროკურატურაში განმეორებით დაკითხვაზეა დაბარებული, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა განუცხადა.
როგორც თემურ დოლიძემ აღნიშნა, გამოძიებას ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაუჩნდა, მის მიერ გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებებთან დაკავშირებით.
გადაცემა “პოზიციის” დროებითმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის მსვლელობის დროს განაცხადა, რომ ნიკა გვარამია ხელმეორედ პროკურატურაშია დაბარებული.
“ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ხვალ 12:00 საათზე, ნიკა გვარამია განმეორებით დაკითხვაზე დაიბარეს”,- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები