გრან-პრი ბათუმიდან… – დიზაინერის ახალი ამპლუა, რომელსაც განსხვავებული და ფერადი ფოტოსტუდია ექნება

დიზაინერ ნანუკა ჩხეიძის სახელი, ორიგინალური პროექტებითა და სამკაულებით, უკვე კარგად ნაცნობია საზოგადოებისთვის. ახლახან კი ახალ ამპლუაში მოგვევლინა ბათუმის ფოტოგამოფენაზე  – ქალის თვალით დანახული ჩვენ. წარდგენილმა ხუთმა ფოტომ გრან-პრი მიიღო.
„კვირა“ დაუკავშირდა ნანუკა ჩხეიძეს  და საუბარი სწორედ ბათუმის გამოფენით დაიწყო.

როგორ ემზადებოდით ამ გამოფენისთვის და ელოდით თუ არა გამარჯვებას?
– ამ პროექტში მონაწილეობა, რომელსაც ერქვა – „ქალის თვალით დანახული ჩვენ“ –  სხვა რაკურსით შემომთავაზა  ბათუმის ქალთა კლუბის დამფუძნებელმა, ქალბატონმა თამარ გუდავამ. უნდა გადამეღო ცნობილი და ღვაწლმოსილი ბათუმელები, რომელთა შორის  არიან:  ბაადურ წულაძე, რესან კონცელიძე, ნოდარ ფაღავა, ლაშა ღლონტი და ადერკინ კოპლატაძე.

სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ამ ადამიანების პორტრეტი უნდა შემექმნა  სხვა რაკურსით. ადრე ასე სერიოზულად არასოდეს მიმუშავია პორტრეტებზე და ძალიან ვნერვიულობდი.

ნანუკა ჩხეიძის ფოტო – ბაადურ წულაძე

დამამახსოვრდა ამ ადამიანებთან საოცარი ურთიერთობა. ეს იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. სახალისო იყო, როცა ვთანხმდებოდით შეხვედრაზე. ვეკითხებოდი რესპონდენტებს – „თოფი ხომ არ გაქვთ“? „გიტარა“? „ბურთი“? „ჭადარაკი, ან სხვა ინსტრუმენტი“? და პასუხი – „რად გინდათ თოფი“?  ანუ მე მინდოდა,  ეს ადამიანები სულ სხვა  რაკურსით, კრეატიული ფოტოებით წარმომეჩინა… არ ვიცი, რამდენად გამომივიდა, მაგრამ ვთვლი, რომ ეს დიდი  წინგადადგმული ნაბიჯი იყო ჩემთვის დიდ ფოტოგრაფიაში.
გამოფენა გაიმართა ბათუმში, სადაც ჩემ გარდა ოთხი ფოტოხელოვანი ქალი იყო წარმოდგენილი საკმაოდ შთამბეჭდავი და საინტერესო ფოტოებით.
ჟიურის გადაწყვეტილებით,  ხუთივე ფოტო, რომელიც ჩემ მიერ იყო   გადაღებული, აირჩა გამარჯვებულად და მომენიჭა წოდება – „საუკეთესო ფოტოხელოვანი ქალი“. ეს არ იყო მხოლოდ ჩემი გამარჯვება. მე ყველა იმ ადამიანთან ერთად გავიმარჯვე, რომლებიც ჩემს ობიექტივში მოხვდნენ, რადგან  ეს  სწორედ მათი ხელშეწყობით  და მონაწილეობით მოხდა.
დიზაინერ  ნანუკა ჩხეიძის ბრენდინანუკა არტისაინტერესო კოლექციებს ქმნის. ფოტოხელოვნება ახალი ჰობია. ხომ არ ვცდები?
– შეიძლება ითქვას, არც ისე ახალია, რადგან  მამა არაჩვეულებრივ ფოტოებს იღებდა და ფოტოგამოფენებიც ჰქონდა. ვფიქრობ, ეს გენეტიკურად მერგო და მის გზას ვაგრძელებ, ჩვენ სახლში  ერთად ვბეჭდავდით  შავ-თეთრ ფოტოებს. მამის ნაჩუქარი ფოტოაპარატი და კინოკამერა დიდი რელიკვიაა ოჯახისთვის.

თამარ მეფის ყელსაბამი

გამორჩეულია ქართული ანბანი დავეფხისტყაოსანზეშექმნილი კოლექციახოლო თამარ მეფის ყელსაბამი და სამაჯური შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლისთავს მიეძღვნაროგორ დაიბადა თამარის სამკაულების შექნის იდეა და სად იქნება ის განთავსებული?
– თამარ მეფისადმი მიძღვნილი პირველი ყელსაბამი წლების წინათ შევქმენი, რომელიც ამიერკავკასიის ეთნოფესტივალზე იყო წარდგენილი   და დიდი მოწონება დაიმსახურა. მეორე კოლექცია  შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წელს მიეძღვნა და ახლახან, ქართული ბრენდის დღეზე წარადგინეს. ის შერეული მასალითაა შექმნილი.  აუცილებლად იქნება მესამე  ყელსაბამიც, რომელიც ბიზანტიელი დედოფლების სამკაულების  გავლენით შეიქმნება. ესკიზი დიდი ხანია მაქვს და  შექმნის პროცესშია. ხოლო „ქართული ანბანი“  ჯერ ფართო საზოგადოებას არ უხილავს. ველოდები გამოფენას, სადაც,  ალბათ ამ ნამუშევარსაც წარვადგენ. მინდა რომელიმე სამკაული    მუზეუმს გადავცე.
 თქვენს ნამუშევრებზე ქართული ელემენტები გაჩნდართველი, ვაზის ფოთოლიისიც, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა
–  ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის იყო ქართული ორნამენტები  და, ვფიქრობ, ეს  ჩვენი ძლიერი გენის ბრალია, ქართული ჩემთვის უპირველესია და  ყველაზე დიდ მნიშვნელობას   ჩვენს კულტურას და სიძველეებს ვანიჭებ. სიტყვა „საქართველო“  რთველს შეიცავს და ესეც შემთხვევითი არ არის, ვაზის მოვლა და ჩვენი ღვინო ხომ კულტურული მემკვიდრეობაა.
ამიტომ ერთი ნამუშევერი ტყავის ბამბუკით  და ხის კომბინაციით შევქმენი,  ქართული ორნამენტებით და ვაზის გამოსახულებით, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ, გადავწყვიტე,  უფრო მეტი შემოქმედებითი და განსხვავებული ყოფილიყო  ეს ნაწარმი. აქედან ერთი  იტალიაში ქართული ბრენდის დღეზე იქნა წარდგენილი და  უკვე მრავალ ქვეყანაშია  გაყიდული. ვფიქრობ,  ეს ხაზი უფრო  მრავალფეროვანი გავხადო და მასთან შეთანხმებით შევქმნა  ახალი კოლექციებიც.
 ხატავთ და წერთ დამუშავებულ ტყავზეიქმნება კოლექციები, მათ შორის მაღალი მოდისთვის
– საავტორო ტექნიკით ვამუშავებ და ვხატავ ტყავზე,  საქართველოში მსგავსი არ არსებობს. პირველ კოლექციას, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულია, ჰქვია: „იფრინე ტყავის  ფრთებით“ და ის წარმოდგენილი იყო საქართველოში ჩატარებულ მოდის მრავალ კვირეულზე.
პროფესიით ექიმი ხართ, თუმცა ადრევე ხატავდით და ტანსაცმლის დიზინერობაზე ოცნებობდით
–  თავიდან არასწორი იყო ჩემი არჩევანი, ვფიქრობ, ცოტა დამაგვიანდა კიდეც პროფესიის შეცვლა.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს,  ბევრი რამ შევისწავლო ამ სფეროში, თუმცა ყოველთვის ვცდილობ,  მეტი რამ წავიკითხო, განვვითარდე და ავიმაღლო კვალიფიკაცია.
თუ  გინდა, იყო პროფესიონალი და არა რიგითი, უბრალოდ მზა უკვე შექმნილის დამკოპირებელი, საზოგადოებას მუდმივად უნდა სთავაზობდე განსხვავებულ  კოლექციებს და იდეებს, რომ დარჩე მუდამ საინტერესოდ და არა მოსაბეზრებელ ერთფეროვან შემსრულებლად! დიზაინერობა  მხოლოდ  ტექნიკურად  მაღალ დონზე შესრულებული  ნამუშევარი არაა, ამ ნამუშევარში უნდა იდოს მხოლოდ შენი იდეა, იკითხებოდეს შენი ხელწერა და  უნდა ცნობდნენ მას!
 და მაინც, რომელი კოლექციები სარგებლობს პოპულარობით?
– 90-იანი წლებიდან უკვე აქტიურად იყიდებოდა ჩემი ნამუშევრები იტალიაში, პოლონეთში,  ამერიკაშიც… მრავალი ნამუშევარი თითქმის  ყველა ქვეყანაშია გაყიდული.  ამჟამადაც მზადდება კოლექცია, რომელიც   გაემგზავრება ამერიკაში.
ზღვის ტალღისფერი“… როგორ გაჩნდა იდეა?
– მგონი, რაც თავი მახსოვს,  ცისფერის ყველა გრადაცია მიყვარს, განსაკუთრებით პასტელური ფერები. ამჟამად უფრო მაღალი კლასი მინდა იყოს ის, რასაც ვქმნი ჩემს საყვარელ ფერებში, ამიტომ მას ვუწოდე „ზღვის ტალღისფერი“… ჯერ მხოლოდ ორი ყელსაბამი მაქვს. ვფიქრობ, მას რამდენიმე  ნამუშევარიც დაემატება.
ჰობი
– თავისუფალ დროს მიყვარს ბუნებაში ხეტიალი, ეს ყველაზე დიდი სიამოვნებაა ჩემთვის. მიყვარს  პატარა  თოჯინებისა და ძველი ნივთების შეგროვება, ამჟამად გამიჩნდა ახალი  გატაცება –  მინის სხვადასხვა ზომის  ნივთებს ვაგროვებ. შემდეგ მათ ახალ სიცოცხლეს შთავბერავ,  ან სულაც ფოტოგადაღების დროს ვიყენებ…
ოცნება
– გულწრფელად გეტყვით, ჩემი ოცნება უფრო გლობალურია. მინდა სამყაროში მეტი სიკეთე და სიყვარული იყოს. ჩემს  ქვეყანაში  მეტად დაფასდეს  ჭეშმარიტი ნიჭიერება  და ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ძალიან ბევრნი არიან.
ჩემი  ოცნებაა  – უზარმაზარი სასახლე, ფერთა წალკოტით… სახელიც კი მოვიფიქრე, სადაც ხელოვანებისთვის ყველა პირობა იქნება  შექმნილი. შემოვიკრებდი უნიჭიერეს ადამიანებს   და  ერთად  შევქმნიდით   შედევრებს. მრავალ ინოვაციურ და შემოქმედებით იდეას განვახორციელებდით ერთად… ამას დაემატა ჩემი ფოტოსტუდია, რომელიც ძალიან განსხვავებული და ფერადი იქნება.
სამომავლო გეგმები..
– ჩემს ორ მეგობართან ერთად  ვგეგმავ სრულიად ახალი და განსხვავებული კოლექციის შექმნას.  ეს იქნება ჩვენი ტანდემი და   ვნახოთ, რა გამოვა. არაერთი მიწვევა მაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან  და  ალბათ რომელიმე ქვეყანაში  შევძლებ გამოფენის მოწყობას. მრავალი გეგმა მაქვს, თუმცა გახმაურებისგან  ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები