ლევან ტაბიძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების მუხლებით ბრალი წაუყენეს

ე.წ. მუხროვანის ამბოხების საქმეზე დაკავებულ ლევან ტაბიძეს ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების მუხლებით წაუყენეს. ტაბიძის ადვოკატის ვლადიმერ გაბრიჩიძის განცხადებით, ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 144-ე პრიმა მუხლები ითვალისწინებს. გაბრიჩიძის განცხადებით, ტაბიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაკავებული მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. საქართველოს პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გახსნილია 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხისთვის” ძებნილი პირების: კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის ძებნის სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებები. პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები