დები ბერაიების კონცერტები ერთადერთი ორგანის აღსადგენად

  1 თებერვალს, 19 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტების სერია იწყება, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად კონსერვატორიის ორგანის აღდგენას მოხმარდება. „Alexander Schuke Potsdam””-ის ფირმის 3 მანუალიანი, 40- რეგისტრიანი ორგანი კონსერვატორიის დიდ დარბაზში 1963 წელს დაიდგა და დღემდე ერთადერთი ორგანია საქართველოს საკონცერტო დარბაზებში. კონცერტების სერიას 1 თებერვალს პიანისტების: ნათია და თამარ ბერაიას კონცერტი გახსნის. პროგრამაშია: ბახ-ბუზონის, მოცარტის, დებიუსის და რაველის ნაწარმოებები, ასევე საფორტეპიანო დუეტები.1624459_694626910568474_681087074_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები