მოღრუბლულ ცაზე მზის სხივი არ უნდა დავკარგოთ

ბოლო დღეებში სიტუაცია ელვისებური სისწრაფით იცვლება. გუშინ პუტინმა რეფერენდუმის ვადის გადაწევის და მოლაპარაკების პროცესის რეალიზაციის შესახებ გააკეთა განცხადებები. სხვათა შორის, ამის შესახებ კიევის მხარესაც მიმართა. ახლა მთავარი სიტუაციის პოლიტიკურ ჩარჩოში მოქცევა და მოლაპარაკებების გამართვაა. იდეალური იქნება, თუკი ხმას მისცემენ დემილიტარიზებული ზონის შექმნას, რომელიც საერთაშორისო ფორმატით ,,ხუთი“ (რუსეთი, აშშ, ევროკავშირი, უკრაინა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) იქნება გამყარებული და ნებისმიერი შიარაღებული ფორმირება ამ ტერიტორიაზე დანაშაულებრივი იქნება.
ამისთვის დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა უარი არ უნდა თქვან კიევთან მოლაპარაკებებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იგი, ვაშინგტონის გავლენით ამის წინააღმდეგი წავა. უნდა დააძალოს (რუსეთის დიპლომატიურ დონეზე ჩარევით), უფრო მეტიც, ევროკავშირმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს პუტინის მცდელობებს სიტუაციის დეესკალაციისთვის. მნიშვნელოვანია გავითავისოთ, რომ თუკი კიევი არტილერიას გამოიყენებს, სამხედრო დამნაშავედ მარტო თავის თავს კი არ წარმოაჩენს, არამედ თავისივე დამკვეთებსაც ცუდ დღეში ჩააყენებს. აგრესიის ფორმალური საბაბი კიევის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა მათ განცხადებებში ხაზგასმულია, რომ ,,სეპარატისტებთან მოლაპარაკებების აუცილებლობა არ არსებობს“, რაც მიმქრალი კოცონის გაღვივებას ნიშნავს.
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ვალდებულია, სიბრძნე გამოიჩინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ადეკვატურობა კიევზე დიდი არ აღმოჩნდება. ამერიკის მიზანი უკრაინის ტერიტორიაზე ქაოსის შექმნაა მოსახლეობის მაქსიმალური მსხვერპლით, რათა რუსეთში დესტაბილიზაცია გაგრძელდეს და ეძებენ ცხვრებს ორივე მხარეს, რათა ისინი ვიწრო ხიდზე შერეკონ.
როგორც ჩვენ ვხედავთ, ჯერჯერობით ეს თამაში მოწინააღმდეგის მიერ შექმნილ მინდორზე მიმდინარეობს და ამ თამაშის ჩვენს წესებზე გადმოყვანის შანსი არ უნდა გავუშვათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები