ერევანში ოპოზიციის ლიდერი – ნიკოლ ფაშინიანი დააკავეს

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ სომხეთის ოპოზიციური ფრთის ლიდერი – ნიკოლ ფაშინიანი დააკავა, რომელიც საპროტესტო აქციებს მართავდა ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ.
ერევნის ერებუნის რაიონში მიმდინარე მსვლელობა პოლიციამ შეაჩერა. მათ კორდონი გააკეთეს და აქციიდან ფაშინიანის გამოყვანა მოახერხეს. პოლიციამ ჯერ ფაშინიანი, შემდეგ კი ოპოზიციის კიდევ ერთ ლიდერი, მიქაელიანი დააკავა, რასაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოჰყვა. ადგილზე უკვე მიემართებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციის დამატებით ძალები. ჯერჯერობით უცნობია დაშავდა, თუ არა ვინმე შეტაკებისას.
სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ერევანში უკვე ერთ კვირაა იმართება. დემონსტრანტები მის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები