ნიკარაგუაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 მოქალაქე და 1 რეპორტიორი გარდაიცვალნენ (ვიდეო)
ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუაში საპროტესტო გამოსვლები არ ცხრება. ქვეყნის პრეზიდენტმა, დანიელ ორტეგამ უკვე განაცხადა, რომ მზადაა სოციალური უზრუნველყოფის საკითხებს გადახედოს და მომიტინგეთა გარკვეული მოთხოვნები გაითვალისწინოს.
მანაგუაში გამართულ საპროტესტო აქციებზე კი უკვე 6 ადამიანია გარდაცვლილი. წუხელ, გვიან ღამით, ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტი პირდაპირი ეთერის მსვლელობისას მოკლეს უცნობმა პირებმა. მძიმე კადრები კი ძალიან მალე ინტერნეტს მოედო.
მანაგუაში უკვე რამდენიმე დღეა, არ ცხრება საპროტესტო ტალღა, რომელიც ორტეგას გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. პრეზიდენტმა სოციალური უზრუნველყოფის პირობები შეცვალა და პენსია შეამცირა, რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა.