ქაბულში აფეთქება მოხდა
ავღანეთის ქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ იმ შენობასთან აფეთქდა, სადაც ამომრჩევლების სარეგისტრაციო ცენტრია განთავსებული, შედეგად, ერთი ადამიანი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია 4 გარდაცვლილის შესახებაც, თუმცა ამ ეტაპზე, გარდაცვალების ფაქტს ოფიციალური პირები არ ადასტურებენ.
ადგილზე უკვე იმყოფებიან მედიკოსები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ხსენებული ინციდენტი პირველი არ არის, რაც მოახლოებულ არჩევნების წინ მოხდა. გასული კვირას თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთის საარჩევნო კომისიის 3 წევრი გაიტაცეს.
ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული.