აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებს ფხენიანის გადაწყვეტილება ხაფანგი ჰგონიათ

დონალდ ტრამპის მრჩევლებს მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმა აშშ-სთვის დაგებული ხაფანგია. სკეპტიკოსებს თეთრს სახლში მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ის დაპირება მისცა მსოფლიოს და აშშ-ს, რისი გაგონებაც ამდენი ხანია უნდოდათ და რომ კიმ ჩენ ინმა შექმნა ილუზია, თითქოს გონივრული გადაწყვეტილებების მიღება და კომპრომისზე წასვლა შეუძლია, ეს კი იმისთვის გააკეთა, რომ ქვეყანაზე დაკისრებული სანქციები თუნდაც რაღაც დონეზე შეამციროს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა სავარაუდოდ, მაისში უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები