სერჟ სარგისიანი ოპოზიციის ლიდერს შეხვდა- იმედი მაქვს, მომიტინგეებთან დიალოგი გაგრძელდება
იმედი მაქვს, მომიტინგეებთან დიალოგი გაგრძელდება,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა, სერჟ სარგისიანმა ოპოზიციის ლიდერ, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კითხვაზე შესაძლებელია თუ არა მომიტინგეებთან მოლაპარაკებების წარმოება, მან მედიის წარმომადგენლებს უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს.
პრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ლიდერი ერთმანეთს ერევანში რესპუბლიკის მოედანზე შეხვდნენ, სადაც სერჟ სარგისიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება.