ჩრდილო კორეამ ბირთვული იარაღის წარმოება შეაჩერა

ჩრდილო კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა წყვეტს ბირთვულ და სარაკეტო გამოცდებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ბირთვული პოლიგონი აღარ იარსებებს.

„21 აპრილიდან ჩრდილოეთ კორეა შეაჩერებს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების გამოცდებს. ასევე, დაიხურება ბირთვული ცდებისთვის განკუთვნილი პოლიგონი ქვეყნის ჩრდილოეთში, რათა დავადასტუროთ ბირთვული ცდების ჩატარების შეწყვეტა“, – ნათქვამია ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე, პარასკევს იქნა მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები