აბაშიძის ქუჩაზე გვიან ღამით მამაკაცი დაჭრეს

  აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით გვიან ღამით მამაკაცი დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული და კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. ინციდენტის გამო აბაშიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები