ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარი არეულობის შედეგად, ებრაელმა ჯარისკაცებმა 2 პალესტინელი მოკლეს (ვიდეო)

ებრაელმა ჯარისკაცებმა 2 პალესტინელი მოკლეს, ხოლო დაპირისპირების დროს კიდევ 12 პალესტინელი დაშავდა. ისრაელ-პალესტინის საზღვარზე, ღაზას სექტორთან ახლოს, დაპირისპირება უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება.
პალესტინელები ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ და მავთულხლართებს სპეციალური ხელსაწყოებით ჭრიდნენ. შედეგად, ებრაულმა მხარემ შეკრებილებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ უკანონო ქმედებებისგან, რამაც შედეგი არ გამოიღო.
ებრაელების მხიდან გაჟღერებული მოწოდებების იგნორირების შემდეგ, ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, გარდაცვლილია 2 ადამიანი, 12-მა კი სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
საპროტესტო აქცია პალესტინა-ისრაელის ადმინისტრაციულ საზღვარზე ყოველ პარასკევს უკვე მეოთხე კვირაა, იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები