ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ყირგიზეთის მოქალაქე დააკავეს

  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით, ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ნასიბახონ ა. ბათუმში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 15 მაისს ყირგიზეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 1996 წელს დაბადებული ულუგბუ ა. და 1979 წელს დაბადებული გულსანამ მ. ჩამოიყვანა. ნასიბახონ ა-მ ორივე პირს პასპორტები ჩამოართვა, თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდა, შანტაჟით, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით, პროსტიტუციაში იძულებით ჩააბა და ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
გამოძიება ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Suue86pTfTI&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები