აშშ-მა „მიმართული ენერგიის“ მქონე ახალი იარაღის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა

პერსპექტიული ტექნოლოგიების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა, ნელსონ პედრეირომ, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „მიმართული ენერგიის“ გამოყენების პროგრესმა თავის პიკს უკვე მიეღწია ქვეყნის თავდაცვით სფეროში.
მისი განცხადებით, კომპანიამ უკვე შექმნა ამ პრინციპებზე აგებული ლაზერული იარაღი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სამხედრო ბაზების დასაცავად და უპილოტი საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად.
ასევე, უკვე ცნობილია, რომ პენტაგონმა Lockheed Martin-ის პერსპექტიული ტექნოლოგიების სააგენტოსთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, რისი მიხედვითაც, კომპანია პენტაგონს ზებგერით რაკეტებს დაუმზადებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის თავდაცვის უწყება მზადაა, მილიარდ დოლარამდე გამოყოს მსგავსი პრინციპით აგებული რაკეტების დასამზადებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები