ჩინურმა მხარემ უარყო ინფორმაცია ჩინეთსა და ავსტრალიას შორის მომხდარი საზღვაო დაპირისპირების შესახებ

ჩინურმა მხარემ, ავსტრალიის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთისა და ავსტრალიის საბრძოლო ხომალდებს შორის დაპირისპირების თაობაზე, კატეგორიულად უარყო.
„ავსტრალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამხედრო დაპირისპირების შესახებ, არის მტკნარი სიცრუე. 15 აპრილს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთისა და ავსტრალიის საბრძოლო ხომალდები მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა, ამ დროს ჩინურმა მხარემ მხოლოდ პროფესიული ენა გამოიყენა ავსტრალიის გემებთან საკონტაქტოდ“,- ნათქვამია ჩინური მხარის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ჩინეთი მოქმედი კანონმდებლობითა და პროფესიული ნორმების დაცვით მოქმედებდა.
რამდენიმე დღის წინ, ავსტრალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინეთის საბრძოლო ხომალდებსა და ავსტრალიის კუთვნილ ხომალდებს შორის, დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები