ნათია მეზვრიშვილი: “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ ბრძოლა შსს-ს უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის გარეთაც

“ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთ”,-ამის შესახებ შს სამინისტროს მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. თუმცა მან ვერ დააკონკრეტა მოითხოვს თუ არა ქართული მხარე საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებული პირების საქართველოში ექსტრადირებას. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.
“ეს საკმაოდ წარმატებული სპეცოპერაციაა, რომელიც ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა და ნათელი დასტურია იმის, რომ ორგანიზებული დანაშაულისა და “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთ. უცნობია მოითხოვს თუ არა ქართული მხარე საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებული პირების საქართველოში ექსტრადირებას, ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთსა და საბერძნეთში ოთხი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები