ბერძნული მედია კრიმინალური დაჯგუფების ქართველ ლიდერს „ევროპელ ესკობარს“ უწოდებს

საბერძნეთის პოლიცია, ფრანგ სამართალდამცველებთან ერთად, უკვე მეორე დღეა, სპეცოპერაციას ატარებს სალონიკში. ამ დროისათვის, ე.წ. „ქართული მაფიის“ 14 წევრია დაკავებული. საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო სამუშაოები.
საბერძნეთის პარალელურად, მასშტაბური სპეცოპერაცია ევროპის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ დაჯგუფება მთელი ევროპის მასშტაბით ოპერირებდა და ძირითადად, კერძო ქონების ძარცვით იყო დაკავებული. ხსენებული დაჯგუფების შედეგია ის, რომ ბოლო პერიოდში სალონიკში 10-მდე ძარცვისა და ქურდობის ფაქტი მოხდა.
სალონიკის პილეის რაიონში კი, მედიის ინფორმაციით, სროლა იყო. არსებობს ინფორმაცია, რომ სროლა მიმდინარე სპეცოპერაციასთანაა დაკავშირებული.
ბერძნული პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულებს შორისაა ქართული კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერიც. მას ტელეკომპანია „ალფამ“ „ევროპელი ესკობარიც“ კი უწოდა. ცნობილია, რომ დაკავებულებს ბრალი ედებათ მკვლელობაში, ნარკოტიკების რეალიზაციაში, იარაღით ვაჭრობასა და ბევრ სხვა მძიმე დანაშაულებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები