გორში, “მაგთის” ოფისი გაქურდეს
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, “მაგთის” ოფისი გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან ორი მობილურია წაღებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.