საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულებს შორის ქართველი ქალებიც არიან

საფრანგეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის ქალებიც არიან. უფრო კონკრეტულად კი, საფრანგეთის ქალაქ კაენში დაკავებულ ელგუჯა შუკაკიძესთან და პაატა ახლაძესთან ერთად დაკავებულები არიან მათი მეუღლეები – 1987 წელს დაბადებული ნანა მათიაშვილი და 1985 წელს დაბადებული ნინო იოსელიანი, რომლებიც დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები.
ასევე, საფრანგეთში დააკავეს: 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძეც.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული, მათ შორის არის ქართველი მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები