საფრანგეთში „კაბუ“ დააკავეს

საფრანგეთში კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“ დააკავეს. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, აქტიური საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს,  სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს.

საფრანგეთის ქალაქ რენში  სამართალდამცველებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული ლევან გოჩიაშვილი, რომელსაც  ებარა ე.წ. „ქურდული საერთო“.

ასევე, საფრანგეთში დააკავეს: 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“, 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი,  1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე,  1970 წელს დაბადებული,  ელმირა მუსტაფაიევა.

გამოძიება მიმდინარეობს საბერძნეთის და საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსების შესაბამისი მუხლებით.

აღნიშნული ოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული ჟანდარმერიის მთავარი დეპარტამენტის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და  საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით თანამშრომელმა ერთობლივად ჩაატარა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან,  ინტერპოლთან და ევროპოლთან. ქართველ სამართალდამცველებს მუდმივი კავშირი აქვთ ევროპელ კოლეგებთან ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ოპერატიული ინფორმაციების მიწოდების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები