ინდოეთში ავტობუსი ხიდიდან გადაიჩეხა

ინდოეთის ერთ-ერთ ცენტრალურ შტატში, სატვირთო მანქანის ხიდიდან გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 30-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. შემთხვევა მადჰია-პადეშის შტატში მოხდა.
ცნობილია, რომ მგზავრები ქორწილში მიდიოდნენ, როდესაც ტრაგიკური ინციდენტი მოხდა. პირველადი ინფორმაციით, სატვირთოთი ხიდზე გასვლისას, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გაანგრია გზის ჯებირი და ხიდიდან ამომშრალი მდინარის კალაპოტში გადაიჩეხა. არსებული ინფორმაციით, 15 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენები კი, – მოგვიანებით.
ამ დროისათვის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები