ირაკლი კობახიძე: ე.წ. გირგვლიანის შესწორებებით უზრუნველყოფილია, რომ მომავალში მოხდეს იმის პრევენცია, რაც გვახსოვს წინა ხელისუფლების პრაქტიკიდან

ე.წ. გირგვლიანის შესწორებებით უზრუნველყოფილია, რომ მომავალში მოხდეს იმის პრევენცია, რაც ჩვენ ძალიან სამწუხაროდ გვახსოვს წინა ხელისუფლების პრაქტიკიდან, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ძალიან საინტერესო კანონპროექტი მომზადდა, რომლის ავტორი უშუალოდ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი. „ამ დოკუმენტში არის უზრუნველყოფილი ის, რომ მომავალში მოხდეს იმის პრევენცია, რაც ჩვენ ძალიან სამწუხაროდ გვახსოვს წინა ხელისუფლების პრაქტიკიდან – ეს არის შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ, ეს არის შეთქმულება ზოგადად, ადამიანების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და ამ ყველაფრის პრევენციას ემსახურება ე.წ. გირგვლიანის შესწორებები, ანუ ის ცვლილებები, რომელიც შედის „სისხლის სამართლის კოდექსში“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები