ბექა დავითულიანი: „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში ნამდვილად ტენდენციური იყო

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანმა საკრებულოს ოპოზიციის მიერ ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა. მისი თქმით, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს იმაზე უარესი ქულა არ აქვს, ვიდრე 2012 წელს ჰქონდა.

კვლევაზე საუბრისას  ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ ანგარიში ტენდენციური იყო და ამის საილუსტრაციოდ, ანგარიშის ციტატა მოიყვანა, რომლის თანახმად, ზოგადად საქართველოში პრობლემა არ აქვს მშვიდობიან მანიფესტაციებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ბათუმის მანიფესტაციის დროს არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული. დეპუტატის თქმით, ამ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რევოლუციის ყიჟინით იყვნენ გამოსულები და ქვებს ისროდნენ.

„აქ საუბარია პოლიტიკურ დევნაზე, ამაზე რა უნდა ვთვათ? სააკაშვილის მსჯავრი, რომელიც სასამართლომ გამოუტანა, ფაქტობრივად ერთი ერთში იმეორებს სტრასბურგის სასამართლოს ფაბულას. ამიტომ, ამაზე საუბარი საერთოდ სისულელეა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები