დავით ლორთქიფანიძე: ჩვენი ამომრჩევლის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, წარმოუდგენელია, მმართველ გუნდში ყველა ერთ აზრზე იყოს.

პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ რაც ახლა გუნდში ხდება, ამას კრიზისი არ შეიძლება ეწოდოს.

“ქართულ ოცნებაში“ წარმოუდგენელია ერთ აზრზე იყოს ყველა. გუნდში არ არის ის სიტუაცია, რომ რასაც ერთი კაცი იტყვის, ისე ფიქრობდნენ დანარჩენებიც. ეს პერიოდი გავიარეთ უკვე. რაც ახლა გუნდში ხდება, ამას კრიზისს ვერ დავარქმევთ. ორი აზრი არ არსებობს, რომ სჯობდა კორექტულობის უფრო მაღალი დონე ყოფილიყო. თუმცა, ნებისმიერ მოსაზრებას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. ჩვენი ამომრჩევლის მიმართ კი, მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს.

პარტიის ლიდერებმა უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება იმას, ვინმეს სურს თუ არა პარტიის დატოვება, ეს საზოგადოებამ კარგად დაინახა და თავად განსაჯოს. ასევე, პარლამენტის წევრები საუბრობენ კომუნიკაციის პრობლემაზე და მეც ვფიქრობ, რომ ეს უმთავრესი პრობლემაა.

არჩევნები შორს არ არის და ვფიქრობ, ამ ადამიანების ჩართულობის გაჯანსაღების პროცესი პირველ რიგში ადგილობრივი დონიდან უნდა დაიწყოს”, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები