თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე ხმაური Freedom Houses-ის ანგარიშზე “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს მოჰყვა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ისე გამოსდის, „ისლამურმა სახელმწიფომ” ადამიანების უფლებების დაცვაზე რომ დაიწყოს მუშაობა, – ეს განცხადება საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ვატო შაქარიშვილმა,” „ნაციონალური მოძრაობის” მიერ Freedom Houses-ის ანგარიშის შეფასებისას გააკეთა.
„სასაცილო მდგომარეობაში იგდებთ თავს იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოში ჩატაევი შემოიყვანა და აქ აცხოვრებდა”, – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.
მისივე განცხადებით, სასაცილოა, რომ მმართველი გუნდი “ნაციონალურ მოძრაობას” ტერორისტებს ადარებს.

ირაკლი ნადირაძის აღნიშნულ განცხადებას, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი გამოეხმაურა.

„სენსიტიურ თემას შეეხე, ჩატაევს, შემოდი ჩემთან ოთახში და მოგიყვები, როგორ მოხვდა საქართველოში “, – მიმართა დავითულიანმა ნადირაძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები