რუსეთი, შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციიდან, ერთ-ერთი თანამშრომლის გაწვევას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევას ითხოვს.
საქმე ეხება საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნას, რომელიც რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას წარმოადგენს. როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, რუსეთს ფედერაციის საგარეო უწყების შესაბამისი ნოტა შვეიცარიის კონფედერაციის გავლით მიიღო. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ნოტა, რომლის შესაბამისად, რუსული მხარე საქართველოსგან მოითხოვს ქ. მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის მიერ რუსეთიდან გაწვევას. აღნიშნული, წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე“ – განუცხადეს „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისათვის, საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები