“საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატს სხვა კანდიდატი კონკურენციას ვერ გაუწევს”

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატს სხვა კანდიდატი კონკურენციას ვერ გაუწევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

“მომეცით უფლება, რომ ეჭვი შევიტანო მოქმედი პრეზიდენტის პერსპექტივაზე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ბევრი მიზეზი არსებობს ამისთვის. ოპოზიციას ერთიანი კანდიდატის მოძებნა ცოტა გაუჭირდება, მაგრამ თუ მაინც მოძებნიან, ვინც არ უნდა იყოს ის აუცილებლად წააგებს ბრძოლას “ქართული ოცნების” კანდიდატთან. სხვა კანდიდატი ვერ იქნება ტოლი და სწორი „ქართული ოცნების“ კანდიდატის”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამ დროისთვის საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები