კრისტიან ურსე: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს სასამართლო რეფორმის საკითხისათვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭებისთვის

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლო რეფორმის ასეთი მნიშვნელობის მინიჭებისთვის“, – ამის შესახებ  განაცხადა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

კრისტიან ურსემ საქართველოს პარლამენტს და სამუშაო ჯგუფის სხვა მონაწილეებს მადლობა გადაუხადა პირველი შეხვედრის შემდეგ გაწეული საქმიანობისთვის.

„მადლობელი ვარ საქართველოს პარლამენტის და ამ სამუშაო ჯგუფის ყველა მონაწილის, ყველა ჩვენი კოლეგის საერთაშორისო საზოგადოებიდან და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის ამ საკითხების შესრულებისა და მასალების შეგროვებისთვის, შესწორებებისა და კომენტარების შეტანისთვის, რომლებსაც ჩვენ წინა შეხვედრების დროს შევეხეთ. ვნახე, რომ დიდი რაოდენობით დოკუმენტია წარმოდგენილი და მჯერა. რომ მზად ვართ შევუდგეთ მუშაობას“,-განაცხადა კრისტიან ურსემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები