სოფიო ქაცარავა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეიხ აბდულა ბინ აჰმედ ალ-ხალიფას შეხვდა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და მათი გაძლიერების პერსპექტივა განიხილეს.

სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებს, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და პარლამენტის როლს ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე, გამოწვევებთან ბრძოლის და თანამშრომლობის მრავალმხრივი გამყარებისთვის საერთაშორისო ფორმატების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს ხარისხსა და სტანდარტს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები