“დაშლა არის ის, თუ უმრავლესობის წევრთა რაოდენობა 76-ს ქვევით იქნება”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პარლამენტში უმრავლესობის დაშლა ხელისუფლების სტაბილურობას ხელს ვერ შეუშლის.

მისივე თქმით, ზოგიერთი თანაგუნდელის ბოლოდრონდელი განცხადების მიუხედავად, იგი ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ და არანაირ საშიშროებას იმისას, რომ უმრავლესობა დაიშლება ან ეს შეაზანზარებს ხელისუფლების სტაბილურობას, ნამდვილად ვერ ვხედავ.
არითმეტიკულადაც კი წარმოუდგებელია, 116 კაციანი უმრავლესობა იქამდე მივიდეს, რომ იგი დაიშალოს. დაშლა არის ის, თუ უმრავლესობის წევრთა რაოდენობა 76-ს ქვევით იქნება.
ვერაფერს გეტყვით, ვინ ვის გაშვებას ინახავს გულში. დიდი იმედი მაქვს, ასეთი აზრები არავის თავში არ მოუვა. მე არ მინდა დავარღვიო კოლეგიალობა, არასდროს ეს სივრცე არ დამირღვევია”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები