ილია წულაია: კახა კალაძის  ვიზიტი ისრაელში კონკრეტული და მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა

უმრავლესობის წევრი, ილია წულაია ისრაელში თბილისის მერის ვიზიტს დადებითად აფასებს.
“კახა კალაძის და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტმა ისრაელში განსხვავებულ ეტაპზე გადაიყვანა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა. როგორც იერუსალიმის, ისე თელავივის მერებთან შეხვედრა ძალიან პრაგმატული და კონკრეტული შედეგებით დასრულდა. დაიგეგმა მერების ვიზიტი თბილისში. ძალიან მალე, 2018 წლის ივნისისთვის დაიგეგმა ეკონომიკური ფორუმის ჩატარება ჩვენს დედაქალაქში, რომელსაც ამ ორი წარმატებული ქალაქის მერებიც დაესწრებიან. ძალიან ბევრმა ებრაელმა ბიზნესმენმა დიდი ინტერესი გამოხატა თბილისის მერიის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის და ეკონომიკურ ფორუმზე დასწრების. ესენი არიან ინვესტორები, რომელთაც აქვთ დიდი რესურსი და სურვილი მასშტაბური ინვესტიციები განახორციელონ მაღალი ტექნოლოგიების და ტურიზმის სფეროში.

ვიზიტის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისრაელის მედიის ძალიან დიდი ინტერესი და დადებითი გამოხმაურება.

მე დარწმუნებული ვარ ამ ვიზიტს უახლოეს პერიოდში ძალიან შთამბეჭდავი კონკრეტული შედეგები მოყვება თბილისისთვის და თბილისლებისთვის”, – აცხადებს წულაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები