თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში: დაბა კოჯრის და სოფელი წავკისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მელითონეთა ქვემო დასახლების, მეტალურგის ქვემო დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, რევაზ კვირიკაშვილის, ქუთათელის, სერგო მელიას და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, V კვარტლების, ჟღენტის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) და გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიგა ლორთქიფანიძის, ლერმონტოვის, ქიქოძის და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, სირაძის და წითლანაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონში: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ხიზანიშილის და ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მცხოვრებლებს. ხოლო 13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქარაიას, თიგიშვილის, ნოსტეს, კაჭრეთის, ურიდიას და კახიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
„თელასი“ მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები