მეუფე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა – მინდა ვთხოვო ყველას, რომ გააძლიერონ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიოს განცხადებით, გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა უნდა მოხდეს, მომდევნო კვირაში გაიმართება.

„თქვენ იცით, რომ მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. მე მინდა ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს საეკლესიო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გააძლიერონ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთის ნება აღსრულდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიისა და ერისთვის სასარგებლო არჩევანი და გადაწყვეტილება. წმინდა გიორგის ვევედროთ, პირველ რიგში. წმინდა გიორგი შეგვეწიოს ყველას, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სულს და დალოცოს ყოველი ჩვენგანი“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები