სოლომონ პავლიაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში, ქალაქ ბურსაში იმყოფებოდა, სადაც ხე-ტყის  გადამამუშავებელი კომპანია starwood-ის ხელმძღვანელობას შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.  კერძოდ, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხრიდან მერქნული რესუსრით (ნარჩენი, ძირნაყარი) საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფის შემთხვევაში,  კომპანია starwood-ი  საწარმოს საქართველოს ტერიტორიაზე დაარსებს, სადაც ძირითადად დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა.  მიღებული პროდუქციის (DSP, MDF, ლამინატი) რეალიზაცია განხორციელდება ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე პროდუქციის ნაწილი გავა ექსპორტზე.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ბურსას სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა.  სატყეო სააგენტო  761 597 ჰა ტყის ტერიტორიას მოიცავს, შედგება 7 სატყეო უბნისგან, ტყეების წლიური შემატება შეადგენს დაახლოებით – 2,0 მლ კბ.მ, ხოლო წლიური ხე-ტყის დამზადება წარმოებს დაახლოებით – 1,2 კბ.მ-ს ოდენობით. სოლომონ პავლიაშვილმა ბურსის სატყეო სააგენტოს სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები