ტრამპმა სირიის შესაძლო დაბომბვასთან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიაში სავარაუდო სამხედრო ინტერვენციისა და დაბომბვის შესახებ, ტვიტერის მეშვეობით კომენტარები გააკეთა.
ტრამპის თქმით, „მას არასოდეს დაუკონკრეტებია, თუ როდის მოხდება სირიაზე შეტევის განხორციელება“. მისივე თქმით, ეს შეიძლება ძალიან მალე ან გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდეს. „ყოველ შემთხვევაში, ჩემი მეთაურობით თეთრი სახლის ადმინისტრაციამ კარგად იმუშავა ისლამური სახელმწიფოს განადგურების თვალსაზრისით და სადაა ამისათვის საჭირო „მადლობა ამერიკას“ სიტყვები??? – წერს ტვიტერზე ტრამპი.