რუსულმა სამხედრო ხომალდებმა ტარტუსის პორტი უკვე დატოვეს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფიქსირდა რუსული საბრძოლო ხომალდების აქტივობა სირიის სიახლოვეს. გარკვეული წყაროები იტყობინებიან, რომ რუსულმა საბრძოლო ხომალდებმა ტარტუსის პორტი უკვე დატოვეს. ამ ფაქტს სატელიტებიდან გადაღებული სურათებიც ადასტურებს. პირველ სურათზე ჩანს, რომ პორტში 7 საბრძოლო ხომალდია, ხოლო 11 აპრილს გადაღებულ სურათში კი ჩანს, რომ ხომადლების უმეტესობა პორტში უკვე აღარაა განთავსებული.
რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომხდარი ქიმიური თავდასხმის ფონზე, იგი აუცილებლად საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. ამის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სირიის დაბომბვას გეგმავს და არ გამორიცხა სამხედრო მოქმედებებიც სირიის ტერიტორიაზე. ამასობაში, მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიას ორი ამერიკული ხომალდი „დონალდ კუკი“ და ჰარი ტრუმენი“ უახლოვდება, ისინი ტარტუსის პორტის სიახლოვეს უკვე დააფიქსირეს.