ავღანეთში შეტაკებისას 7 პოლიციელი და რაიონის მმართველი მოკლეს

ავღანეთის ქალაქ გაზნიში „თალიბანის“ მებრძოლებმა ადმინისტრაციულ შენობებზე იერიში მიიტანეს. დაღუპულია 7 პოლიციელი და ქალაქის ერთ-ერთი რაიონის მმართველი.
პოლიციის განცხადებით, ამ დროისათვის სულ 8 ადამიანია დაღუპული და მიმდინარეობს სპეცოპერაცია დაჯგუფების წევრების დასაკავებლად. მათივე წარმომადგენლის განცხადებით, შეიარაღებული შეტაკებისას კიდევ 10-მდე პოლიციელია დაშავებული, რომლებსაც ამ ეტაპზე, საჭირო მკურნალობა საავადმყოფოში უტარდებათ.
ასევე ცნობილი ხდება, რომ შეტაკების შედეგად, „თალიბანის“ რიგებში 27 მებრძოლია გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები