რუსი ჟურნალისტების ავტობუსს სირიაში ცეცხლი გაუხსნეს
სირის ქალაქ გუტადან მომავალ რუს ჟურნალისტებს, ამ დროისათვის დაუდგენელმა პირებმა, ცეცხლი გაუხსნეს. ჟურნალისტები ქალაქში სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ. მათი ავტობუსის მიმართულებით ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც გადაღებებიდან უკან ბრუნდებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია რუსული ტელეკომპანია „НТВ”-ს, “Россия 1″-ს და Звезда”-ს თანამშრომლები, კერძოდ კი, ორი ოპერატორი და ერთი რეპორტიორი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველა დაზარალებულ ჟურნალისტს დროულად გაეწია სამედიცინო დახმარება და ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ აღმოსავლეთ გუტაში მსგავსი სახის თავდასხმა ხანგრძლივი დროის მანძილზე არ მომხდარა.