აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა
აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის გამარჯვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. არჩევნებში გამარჯვებულად აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი დასახელდა. ალიევმა 82%-იანი მაჩვენებელით სხვა კანდიდატებს სძლია და პრეზიდენტის პოსტზე მომდევნო 7 წელს გაატარებს. პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ მომდევნო შვიდი წელი ქვეყანა კიდევ უფრო განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ ილჰამ ალიევის მმართველობის მომდევნო 7 წელს ქვეყანა კიდევ უფრო გაიმაგრებს პოზიციებს და გაძლიერდება.
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 8 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ეგზიტპოლების მიხედვით, ალიევმა მოქალაქეთა ხმების 82% მიიღო.