ეგზიტპოლის მიხედვით, ილჰამ ალიევი ხმათა 83%-ით ლიდერობს

ეგზიტპოლის მიხედვით, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმათა დაახლოებით 83% მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

კვლევა ELS-მა ჩაატარა. არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა უკვე დასრულდა.

აზრებაიჯანის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად რვა კანდიდატი იბრძოდა. საარჩევნო პროცესს 59 000 ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე 125 ოლქში 5,641 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. აქედან 41 ქვეყნის ფარგლებს გარეთ იყო განთავსებული.

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. 3 თებერვალს ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად მეოთხედ წარადგინეს.

2016 წლის 26 სექტემბერს ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს 7 წლის ვადით ირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები