დონალდ ტრამპი: ამერიკა-რუსეთს შორის, ასეთი ცუდი ურთიერთობა არასდროს ყოფილა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას კვლავ სოციალურ ქსელ Twitter-ით ეხმაურება. მისი შეფასებით, ამ ორ ქვეყნას შორის ასეთი ცუდი ურთიერთობა არასდროს ყოფილა, როგორც ახლაა.
„ცივი ომის ჩათვლით, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ასეთი ცუდი არასდროს ყოფილა. არც არსებობდა ამის მიზეზი. ახლა რუსეთს ჩვენი დახმარება სჭირდება ეკონომიკაში, რაც მარტივი გასაკეთებელია. ხოლო ჩვენი სურვილია, რომ ყველა სახელმწიფომ ერთად ვიმუშაოთ. შევაჩეროთ გამალებული შეიარაღება“, – წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტმა Twitter-ში რუსეთის მისამართით გამაფრთხილებელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ სირია არ უნდა იყოს “გაზით მგუდავი მხეცის” პარტნიორი.