რუსეთის საგარეო უწყება: „ჭკვიანი რაკეტები“ უნდა მიფრინავდნენ ტერორისტებისკენ და არა კანონიერი მთავრობის მხარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას უპასუხა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სარაკეტო დარტყმის მიზანი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების კვალის განადგურებაა. „ჭკვიანი“ რაკეტები ტერორისტების მიმართულებით უნდა მიფრინავდნენ და არა კანონიერი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე წელია საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის საკუთარ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ზახაროვამ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ში რუსეთის მისამართით გამაფრთხილებელი პოსტი ცოტა ხნის წინ განათავსა. „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა – მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები