იაპონიაში, მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა – ხუთ ადამიანს ეძებენ

იაპონიაში, ოიტას პრეფექტურაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

მეწყერი ღამით ჩამოწვა და მთის ძირში არსებული რამდენიმე კოტეჯი სრულად დაფარა. შემთხვევა საკურორტო ზონაში მდებარე ქალაქ იაბაკეიში მოხდა.
ქალაქის მერიის მონაცემებით, ამ დროისთვის ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, ხოლო ხუთი ქალბატონი დაკარგულად მიიჩნევა. მერია ასევე აცხადებს, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია დაკარგულების მოძიება.
ჯერ-ჯერობით მეწყერის ჩამოწოლის მიზეზი უცნობია. სეისმოლოგების განცხადებით, მითითებულ უბანზე არც სეისმური აქტივობა დაფიქსირებულა და არც უხვი ნალექი, რაც ხშირ შემთხვევაში მეწყერის ჩამოწოლის მთავარი მიზეზი ხდება ხოლმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები