ფოლკლორის ცენტრისა და ფონდ „ქართული გალობის“ პირველი ერთობლივი პროექტი

  3 თებერვალს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ფონდი „ქართული გალობა“ პირველ ერთობლივ პროექტს განახორციელებს, რომლის ფარგლებში ედიშერ გარაყანიძის სახელობის ეთნომუსიკის თეატრის „მთიები“ სოლო კონცერტს გამართავს.
შეგახსენეთ, რომ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ფონდ „ქართულ გალობას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. ხოლო მემორანდუმის გაფორმების წინ, 23 იანვარს, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი დონაძის ინიციატივით, მეუფე იაკობმა სხვა სამღვდელო პირებთან ერთად ფოლკლორის ცენტრის შენობა აკურთხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები