გიორგი კვირიკაშვილი: სამწუხაროდ, ხშირად მასმედიით არ შუქდება ყველა ის წარმატება, რაც მნიშვნელოვანია
პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა გორის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ მათ უნდა იცოდნენ პარტიის მიერ გაკეთებული საქმეები, რომლებიც ხშირად მასმედიით არ შუქდება. მისივე თქმით, არსებულ პრობლემებთან ერთად, მნიშვნელოვანია ის წარმატებები, რაც ქვეყანას აქვს.
“მინდა, ჩვენი პარტიის აქტივისტებმა იცოდნენ ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეები. სამწუხაროდ, ხშირად მასმედიით არ შუქდება ყველა იმ წარმატების შესახებ, ამიტომ პარტიულ კონფერენციაზე გთხოვთ მოთმინებას და ყურადღებას, რათა ვისაუბრო ქვეყნის აღმშენებლობაზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, ვხედავთ უამრავ პრობლემას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ის წარმატებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და შიდა ქართლში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დეტალურად ისაუბრა.