კახა კალაძე: ევროპაში ყოველთვის აღნიშნავდნენ, თუ როგორი ცვლილება განიცადა საარჩევნო გარემომ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გორში მიმდინარე რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველას ეძლევა შესაძლებლობა, წარმოადგინოს საარჩევნო ხედვა, ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია და ამაში მათ ხელს არავინ შეუშლის.
“2012 წლიდან ჩვენ მიერ ჩატარებული ყველა არჩევნები იყო სამაგალითო. ყოველთვის ვიდექით მოწოდების სიმაღლეზე და ევროპაში ყოველთვის აღნიშნავდნენ, თუ როგორი ცვლილება განიცადა საარჩევნო გარემომ. ყველას ეძლევა შესაძლებლობა, წარმოადგინოს საარჩევნო ხედვა, ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. ამაში მათ ხელს არავინ შეუშლის. ეს, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები