გიორგი კვირიკაშვილი: ვფიქრობ, პარტია განსაკუთრებით გასააქტიურებელია ახალგაზრდობის ფლანგზე

“პარტია განსაკუთრებით გასააქტიურებელია ახალგაზრდობის ფლანგზე და ეს მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ თვითმმართველობის გაძლიერების სრულიად ახალი მიმართულება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთაში, პარტია „ქართული ოცნების“ მცხეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, “ქართული ოცნების”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის, გაძლიერება და პარტიული ცხოვრების გააქტიურება რეგიონებში უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
„ვფიქრობ, პარტია განსაკუთრებით გასააქტიურებელია ახალგაზრდობის ფლანგზე და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ თვითმმართველობის გაძლიერების სრულიად ახალი მიმართულება, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული პოლიტიკური ხაზი ჩვენი პარტიისა და ხელისუფლებისთვის. ეს ითვალისწინებს თვითმმართველობების როლის გაძლიერებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რეგიონული გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების გაძლიერებას მმართველობითი ფუნქციის ვერტიკალში და ამ კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება და განსაკუთრებით ახალგაზრდულ ფლანგზე, ვინაიდან ვფიქრობთ, აქ ჩვენი პოტენციალი გაცილებით უფრო მეტია“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები