ირაკლი კობახიძე: აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ახალი ინიციატივები განიხილება

„არ ვიცი, რას ეხება კონკრეტულად პრეზიდენტის ინიციატივა. რა თქმა უნდა, დავინტერესდები და საჭიროებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ვითანამშრომლებთ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტები ისედაც განიხილება.
„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ისედაც განიხილება ჩვენი მხარდამჭერი დოკუმენტები, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი დოკუმენტის მიღება კონგრესის მიერ და განიხილება ახალი ინიციატივები. არ ვიცი, რას ეხება კონკრეტულად პრეზიდენტის ინიციატივა, რა თქმა უნდა, დავინტერესდები და საჭიროებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ვითანამშრომლებთ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები